„რეფ ტრანს“-ი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვების ბაზარზე 10-ზე მეტი წელიწადია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებულად გადაზიდა 1,000,000 ტონაზე მეტი მალფუჭებადი ტვირთი.
კომპანია დაარსდა 2010 წელს სახელწოდებით „ევრაზია ტრანს“. 2013 წელს რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ განაგრძო საქმიანობა სახელწოდებით „რეფ ტრანს“. დაარსებისთანავე კომპანიამ დაისახა მიზნად მიეწოდებინა თავისი მომხმარებლისთვის, რეგიონში საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი სერვისი, რაც მოისაზრებს გადაზიდვების შესრულებას უმოკლეს ვადებში მაქსიმალური უსართხოების ნორმების დაცვით, ბაზრისთვის მისაღები ფასების გათვალისწინებით.
რეფტრანს უჭირავს ლიდერი პოზიცია რეგიონში მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვებში ცენტრალური აზიის მიმართულებით. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია 700-მდე რეფ კონტეინერი, სპეციალიზირებული რეფ ვაგონები და დახურული თერმო ვაგონები, რაც საშუალებს გვაძლევს მოვემსახუროთ ჩვენს მომხარებელს სარკინიგზო, საზღვაო და ასევე სამანქანო გადაზიდვებით.
ჩვენი მრავალი წლის გამოცდილების მქონე ლოჯისტიკის დეპარტამენტი დეტალურად მუშაობს გადაზიდვის გეგმის და მარშრუტის შედგენაზე, რის შედეგად მომხმარებელს ვაწვდით სრულყოფილ სერვისს დატვირთვის ადგილიდან, დანიშნულების პუნტქამდე, მასში შემავალი ყოველგვარი ეტაპის (დოკუმენტების კონტროლი, დაზღვევა, საწყობი და სხვა) უზრუნველყოფით.